top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: გვაქვს იმედი, რომ ევროსაბჭოში არიან თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას და არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს

“ამავდროულად, გვაქვს იმედი, რომ იქ არიან ის ადამიანები, მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას, რომ საქართველო მათივე ინსტიტუტების შეფასებით არის რეგიონში ლიდერი ქვეყანა ყველა მიმართულებით და არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

“ის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ მეორე საკითხია როდესაც მათ ასევე ჰყავთ პატრონები ევროსაბჭოსა და ევროკავშირში. ამავდროულად, გვაქვს იმედი, რომ იქ არიან ის ადამიანები, მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც სწორად აფასებენ სიტუაციას, რომ საქართველო მათივე ინსტიტუტების შეფასებით არის რეგიონში ლიდერი ქვეყანა ყველა მიმართულებით და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არათუ დელეგაციის გაუქმების, საყვედურის თქმისაც კი არ არსებობს.

ის ნარატივი, რაც აქვს კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, დაასრულა ამერიკულმა საზოგადოებამ, ტრამპის მოსვლის საფუძველზე, ევროპულმა საზოგადოებამ და ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, ეს ბოლო კუდის მოქნევები სამწუხარო იქნება, მაგრამ აუცილებლად ნელ-ნელა დასრულდება”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

ასევე იხილეთ