top_leaderboard

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. პიტ ჰეგსეტმა, პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ეიზენ ჰაუერის შენობაში ფიცი დადო.

ცერემონიას ოჯახის წევრები, შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სენატორები ესწრებოდნენ.

ჰეგსეტი უხელმძღვანელებს მილიონ 300 ათას აქტიურ სამხედრო პერსონალს და შტატების არმიაში მომუშავე თითქმის მილიონ სამოქალაქო პირს, დაახლოებით, ერთი ტრილიონი დოლარის წლიური ბიუჯეტით.

ასევე იხილეთ