top_leaderboard

ირმა ჭკადუა რადიკალებზე: ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღესაა საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორიც არასდროს

„ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოებას და მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღეს არის საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორიც არასდროს. მათ დაავიწყდათ, როდის იყო საქართველოს მოსახლეობა ერთიანი. ეს იყო 2012 წელს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალებზე საუბრისას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

მისივე თქმით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ არჩეული დეპუტატები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაისაჯოს.

„აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს. ჩვენ ჯერ კიდევ ახლო წარსულში გვახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, თითოეული მათგანი ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, ევროპელებისგან, რომ ჩვენთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, რამაც გარკვეული გაოცება გამოიწვია თავად ევროპარლამენტარებში. ვფიქრობ, მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი, ალბათ, არ მოიძებნება. არ მოიძებნება არც ერთ ქვეყანაში, სადაც თავის ქვეყნის დასჯას ითხოვდნენ. ითხოვენ, რომ მათი ქვეყნის დელეგაცია არ იყოს დაშვებული, ან არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მათ ჯერ კიდევ 12 წლის წინ უთხრა უარი, რომ ისინი პოლიტიკაში ყოფილიყვნენ, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, რომ საზოგადოებას და მსოფლიოს უთხრან, თურმე, მხოლოდ დღეს არის საქართველოს მოსახლეობა ისეთი ერთიანი, როგორიც არასდროს ყოფილა. მათ დაავიწყდათ, როდის იყო საქართველოს მოსახლეობა ერთიანი. ეს იყო 2012 წელს და იმ ერთ მუშტად შეკრულ ხალხს წინ ვერავინ დაუდგა“, – განაცხადა ჭკადუამ.

ასევე იხილეთ