top_leaderboard

ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 17 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა

ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 17 მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაციას გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “Sea Punks” ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადარჩენა კვირას დილით მალტის სამძებრო-სამაშველო რაიონში მოხდა.

მალტის სამაშველო ვერტმფრენით ორსული ქალისა და მძიმედ დაშავებული მამაკაცის ევაკუირება მოხდა. იტალიის სანაპირო დაცვის გემმა კი დანარჩენი 15 ადამიანი აიყვანა.

გადარჩენილების თქმით, ნავში 21 ადამიანი იმყოფებოდა, 2 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ასევე იხილეთ