top_leaderboard

ოპოზიციის მოთხოვნას ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ 

ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, შეძლებს ევროსაბჭოს სხვა დელეგაციებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და მათ დარწმუნებას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ იქნება.

ოპოზიციას აქვს მცდელობა, კვლავ განაგრძოს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის, ამ მცდელობის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციას შეუწყდეს წევრობის უფლება, თუმცა ჩვენ პარალელურად თვალს ვადევნებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ანუ PACE-ს მონიტორინგის დელეგაცია საქართველოში იყო ვიზიტით და მან ობიექტურად და პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. რაც ცხადია, არის იმის გამოხატულება, რომ ეს ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას”- ვახტანგ ჩოჩია.

ასევე იხილეთ