top_leaderboard

„ჰამასი“ მიმდინარე კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს

მოძრაობა „ჰამასი” მიმდინარე კვირაში ექვს მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი ორშაბათიდან, ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

გასათავისუფლებელ მძევალთა სიაშია სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი, რომლის გათავისუფლება ერთ- ერთი პირობა იყო იმისთვის, რომ ისრაელს ღაზის მოსახლეობისთვის, ჩრდილოეთ გასასვლელი გაეხსნა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება, ძალაში შევიდა 19 იანვარს, რის შემდეგაც, 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

ასევე იხილეთ