პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ოთხი კანდიდატის წარდგინება მიიღო
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ოთხი კანდიდატის წარდგინება მიიღო.
კერძოდ, პარლამენტის ბიურომ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატების წარდგენის შესახებ.
აღნიშნული საკითხი ბიურომ განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.