პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაარწმუნა, რომ უნგრელ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაარწმუნა, რომ უნგრელ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება. ამის შესახებ სიიარტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, მარკო რუბიოს განუცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია უნგრეთს მტრად ხედავდა და ამიტომ, შურისძიების მიზნით შემოიღო მთელი რიგი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ.
„ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ ის როდესაც ამბობს, აღვადგენთ უნგრეთ-ამერიკულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე გულისხმობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია განიხილავს წარსულ ზომებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შურისძიების მიზნით“, – აღნიშნა პიტერ სიაარტომ.
პიტერ სიიარტოს და მარკო რუბიოს საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს და ხაზი გაუსვა თავდაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს სტრატეგიული ჩართულობა ევროპის მიღმა – ლათინურ ამერიკასა და ჩინეთთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.