top_leaderboard

პალესტინელებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყეს

საზავო შეთნხმების მიხედვით, ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო.

მანამდე განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, რომლის თანახმად, ღაზის მცხოვრებლებს შეუძლიათ დაბრუნება ნეტზარიმის დერეფნით 07:00 საათიდან.

ღაზის სექტორის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ ფეხით ნეტზარიმის გზით და რაშიდის ქუჩით.

სატრანსპორტო საშუალებების გავლა აღმოსავლეთით, სალაჰ ა-დინის ქუჩაზე, უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, 09:00 საათიდან არის დაშვებული.

ისრაელის არმიამ ასევე გასცა მთელი რიგი გაფრთხილებები ღაზის მოსახლეობისთვის, მათ შორის: არ გადაიყვანონ ტერორისტული ელემენტები ან არ გადაიტანონ იარაღი ჩრდილოეთ ღაზაში; არ მიუახლოვდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს და ჯარებს ღაზაში ან ისრაელის ტერიტორიაზე; არ მიუახლოვდნენ რაფაჰის გადასასვლელს და ფილადელფის დერეფნის ტერიტორიას სამხრეთ ღაზაში და არ იბანაონ, არ ჩაყვინთონ ან არ ითევზაონ ხმელთაშუა ზღვაში უახლოეს დღეებში.

ასევე იხილეთ