თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. 58 წლის ლაურა სულიაშვილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
ხანძარი თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში სასტუმროს 21 იანვარს ღამით გაუჩნდა. სასტუმრო “გრანდ კარტალში” გაჩენილ ხანძარს 78 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში 19 პირი დააკავეს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელიცაა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში 22 იანვარი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.