top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოვუწოდებ ბრიუსელს, მათ შორის, რომ არ წაახალისოს ძალადობა პოლიტიკური მოტივებით

x

მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოვუწოდებ ბრიუსელს, მათ შორის, რომ არ წაახალისოს ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, – განუცხადა ჟურნალისტებს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებას. კერძოდ, ამჯერად სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე მარი კაიშაური დახვდა. ის „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი ემოციური არამდგრადობის გამოვლინებას ახდენენ ასეთ სიტუაციაში.

„მთავარი პრობლემა არის შემდეგში, რომ ეს ძალადობა არის წაქეზებული, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც შემდეგ ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს და ესალმება. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოვუწოდებ ბრიუსელს, მათ შორის, რომ არ წაახალისოს ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ