top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა

ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა.

რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ