top_leaderboard

დავით მათიკაშვილი: რადიკალებისთვის ძალადობა და ბულინგი არ არის სიახლე, ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ მათი ქმედებები

რადიკალებისთვის ძალადობა და ბულინგი არ არის სიახლე, ჩვენ არაერთგზის ვიხილეთ მათი ქმედებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა რეალურად მიზანი, რომელსაც ეს ნეგატივი ემსახურება ვერ იქნება მიღწეული, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად ხედავს რადიკალების ნამდვილ სახეს, ეს არის მათი ლუსტრირება მთელი საზოგადოების თვალწინ და ის, რომ ჩვენი დელეგაცია აუცილებლად საქართველოს ინტერესებს ბოლომდე დაიცავს, მას ხელს ვერ შეუშლის და წინ ვერ აღუდგება რიგი რადიკალების ეს უსაქციელობა, რაც საზოგადოებამ იხილა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება – ამჯერად სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე მარი კაიშაური დახვდა.

ასევე იხილეთ