top_leaderboard

კაია კალასი: ევროკავშირი გრენლანდიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

JPG edited with https://ezgif.com/resize

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გრენლანდიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გრენლანდიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, დანიას და მის ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას, მაგრამ ასევე არ უნდა შევიდეთ სპეკულაციებში, რადგან ახლა ეს სიტუაცია არ არის“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

21 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ დანიის მთავრობა კუნძულ გრენლანდიის ამერიკისთვის გადაცემის საკითხს მხარს დაუჭერს.

ასევე იხილეთ