ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასზე მონაწილეობის შემდეგ, სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა
ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასზე მონაწილეობის შემდეგ, სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. ის ტურნირის პირველ დღეს სენიორებს შორის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბულგარეთში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პლანეტის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ქართველმა მოფარიკავეებმა ჯერ საუდის არაბეთი დაამარცხეს, მერვედფინალში მოუგეს ირანის გუნდს, ნახევარფინალში შესასვლელი დაპირისპირება კი საქართველომ საფრანგეთთან დათმო.