უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, 150-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა
უკრაინაში უკვე 1 070-ე დღეა ომი მიმდინარეობს – ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში მათ შორის დედაქალაქში “შაჰედის” ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.
გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც.
ხარკოვის ოლქში იერიშის შედეგად საწარმოში გაზსადენი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა 1 ადამიანი.
ჩერნიგოვის ოლქში საარტილერიო იერიშის შედეგად დაშავდა 1 მოქალაქე.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 5 სამოქალაქო პირი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 150-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
“დიფ სთეითის” რუკაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქში 4 მიმართულებით დაწინაურდნენ.