top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გზავნიან წერილებსა და მოთხოვნებს, რათა საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება, ეს არის არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა

“ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გზავნიან წერილებსა და მოთხოვნებს, რათა საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არის არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს გამოეხმაურა

გურამ მაჭარაშვილი ქართული ოპოზიციის აღნიშნულ მოთხოვნას, ქვეყნის ინტერესების ღალატად აფასებს.

“ყოველდღე ფსკერს ფსკერზე იპყრობენ და ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს ჩვენ მტკიცებულებად გამოგვადგება საგამოძიებო კომისიაში. ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამ შემთხვევაში, ევროსაბჭოსა და ევროკავშირში გზავნიან წერილებსა და მოთხოვნებს, რათა საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არის არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს საკუთარი ქვეყნის მტრობაა,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეუჩერდება თუ არა “ქართული ოცნების” დელეგაციას უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – ქართული ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც დღის წესრიგში IPP-ის წარმომადგენელმა დააყენა, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საკითხზე დღეს მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს, ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს.

ასევე იხილეთ