top_leaderboard

ნიკოლოზ სამხარაძე უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრობს

მასთან, ძირითადად, საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.

მისი თქმით, უნგრეთის პრეზიდენტს ზუსტად ისეთივე უფლებამოსილებები აქვს, როგორიც საქართველოს პრეზიდენტს.

“შესაბამისად, ეს არის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც უფრო მეტად ცერემონიული უფლებები აქვს. მასთან ძირითადად საუბარი გვექნება თანამშრომლობის იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება განათლებას, მეცნიერებას, კულტურას.

ეს იქნება უფრო მეტად ზოგადი ხასიათის შეხვედრა, სადაც ასევე აზრებს გავცვლით ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ზოგადად, გლობალურ განვითარებაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე იხილეთ