top_leaderboard

სანდრო კალანდაძე „ფეჰერვარის“ ფეხბურთელია

სანდრო კალანდაძე უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული კლუბის, „ფეჰერვარის“ მოთამაშეა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ დაუდასტურა.

„სანდრომ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი დღეს გააფორმა. როგორც ადრე გითხარით, ხელშეკრულება ოფციონის სისტემით, 1-2 წლით გაფორმდა“, – განაცხადა  ლაშა ოდილაძემ.

კალანდაძე 2020-2021 წლებში, გიორგი ომარაშვილთან ერთად, „დიოშგიორში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 400 000 ევროა.

23 წლის კალანდაძემ ყველა ასაკობრივ ნაკრებში 35 მატჩი ჩაატარა, ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკლების შეუცვლელი მოთამაშე იყო. ეროვნულ ნაკრებში კი ორი შეხვედრა ჩაატარა.

„ფეჰერვარი“ უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და ისტორიული კლუბია, სადაც ორი წლის წინ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა.

ასევე იხილეთ