top_leaderboard

ილია ინჯია თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ინჯია თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა, -ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ირგვლივ და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე.

სტუდენტებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ სამეზობლო პოლიტიკის და ქვეყნის უსაფრთხოების თემებით.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები რეალურად აფასებენ გარე და შიდა პოლიტიკურ მოვლენებს. ამ ღონისძიებამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები და ახალგაზრდობასთან კონტაქტი უფრო ხშირი უნდა იყოს, ვინაიდან მათი ხედვა და მოსაზრებები ქვეყნის სამომავლო განვითარების შესახებ მართლაც საინტერესოა“, – განაცხადა ილია ინჯიამ შეხვედრის შემდეგ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახალგაზრდობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ