ბათუმსა და ზუგდიდში ქალი მეწარმეები ბიზნესის გაციფრულების კუთხით გადამზადდნენ
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში ქალი მეწარმეები ბიზნესის გაციფრულების კუთხით გადამზადდნენ.
მათივე ინფორმაციით, პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ სავაჭრო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
„მეწარმეებმა დარგის ექსპერტების დახმარებით მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში.
ტრენინგების პარალელურად, ჩატარდება მასტერკლასები, სადაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები, ასევე გაივლიან სასწავლო ტრენინგებს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.