top_leaderboard

რუსეთმა ოდესა დაბომბა

რუსეთის არმიამ გვიან ღამე უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტია, ხოლო გამთენიისას რაკეტით დაბომბა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„დრონებით იერიშის შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი. 91 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია. სხვა დაშავებულებს დახმარება ადგილზე გაეწიათ“. – წერს კიპერი.

რაც შეეხება რაკეტას, მისი განეიტრალება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ შეძლო, დასძინა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დრონებმა დააზიანეს ქალაქში მდებარე ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი და ხუთი საკუთარი სახლი. გარდა ამისა, ოდესის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში 10 მსუბუქი ავტომობილი დაიწვა და ხორბლის საწყობი დაზიანდა.

ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი, თავის მხრივ, წერს, რომ დრონების შეტევის შედეგად ქალაქში ერთ-ერთი სკოლა დაზიანდა.

ასევე იხილეთ