top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი: პატარა სახელმწიფოს კუნთებს გვითამაშებთ და პოზიტიური გაგებით, უფრო უარეს განცხადებებს ვინც აკეთებს – ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ?

ამერიკის დღევანდელმა პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, სადაც არა მარტო თქვა, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, არამედ სამი თვით საერთოდ შეაჩერა ეს დაფინანსება და თქვა, რომ თუ ეს ფული მშვიდობას არ მოხმარდება, ამ თანხებს საერთოდ არ გადარიცხავს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას იმის შესახებ, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონით ყველას უფლებები იქნება დაცული.

მაგრამ ვერავინ გაბედავს, ბაღებში და სკოლებში ასწავლოს ლგბტ და ტრანსგენდერული სიგიჟეები. ამასთან დაკავშირებით, ტრამომა საერთოდ ისეთი ბრძანება მიიღო, რომ არა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა აკრძალა, არამედ თქვა, რომ ის შევა ლოცვებით და ღირებულებით სკოლაში. მაშინ რა გამოდის? ჩვენ, შედარებით პატარა სახელმწიფოს, კუნთებს გვითამაშებთ და უფრო უარეს განცხადებებს ვინც აკეთებს, კარგი და პოზიტიური გაგებით, ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მის წინააღმდეგ ხმას ვერ იღებთ?“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ