ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირმა ვერ მოახერხა სხვა სანქციებზე შეთანხმება, რადგან ეს 27-ვე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და თანხმობას მოითხოვდა
იცით თქვენ, რომ ევროკავშირმა ვერ მოახერხა სხვა სანქციებზე შეთანხმება, რადგან ეს 27-ვე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და თანხმობას მოითხოვდა, თუმცა მოხერხდა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რადგან იცით თქვენ რომ საჭირო არ არის კვალიფიციური უმრავლესობა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„რომ დავესაჯეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომ ჩვენ გავბედეთ და მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ალბათ ყველაზე რთული მათთვის იყო ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
თქვენ გახსოვთ, რომ 17 მაისს მილიონამდე ქართველმა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მოგვცა დავალება. იგივე კანონმდებლობა მიიღო ამერიკამაც“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.