top_leaderboard

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. როგორც CBS News-ი წერს, ხელმოწერილ დოკუმენტებს აშშ-ის არმიის მენეჯმენტისა და შემადგენლობის ძირეულად შეცვლა შეუძლია.

ერთ-ერთი ბრძანებით, ტრამპი ავალებს პენტაგონს, 30 დღის ვადაში, “განსაზღვროს ტრანსგენდერი მოსამსახურეების მიმართ პოლიტიკა, რომელიც მათ მზადყოფნაზე იქნება დაფუძნებული”.

მედიის ცნობით, დოკუმენტი, ამ ეტაპზე, ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებს საქმიანობას არ უკრძალავს, თუმცა, მის მიხედვით, “გენდერული დისფორიის მქონე პირთა სამედიცინო, ქირურგიულ და ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შეუთავსებელია ჯარების მზადყოფნის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასთან”.

იმისთვის, რომ გვყავდეს მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი საბრძოლო ძალა, ტრანსგენდერულ იდეოლოგიას ჩვენი სამხედრო ძალებიდან ჯოჯოხეთში გავგზავნით. ის გაქრება”, – ამბობს ტრამპი.

კიდევ ერთი ბრძანების მიხედვით, ძველ თანამდებობებზე აღადგენენ სამხედროებს, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს COVID-19 ვაქცინის მიღებაზე უარის თქმის გამო (მედიის ცნობით, ასეთი დაახლოებით 8 200 სამხედრო მოსამსახურე იყო. მათი მცირე ნაწილი, 110 ადამიანი, 2023 წლის იანვარში, ბაიდენის ბრძანების საფუძველზე, კვლავ შეუერთდა სამხედრო სამსახურს). CNN-ის ცნობით, სამსახურებში აღდგენასთან ერთად, ასობით სამხედრო მოსამსახურეს გაცდენილ ხელფასებსაც აუნაზღაურებენ.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტი შტატებში “რკინის გუმბათის” მშენებლობას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ