უზბეკურმა ავიაკომპანიამ Uzbekistan Airways-მა რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი განაცხადა
უმსხვილესმა უზბეკურმა ავიაკომპანიამ Uzbekistan Airways-მა რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უზბეკური მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეს რეგულაცია შეეხება იმ თვითმფრინავებს, რომლებიც უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით დაფრინავენ.
თუ ადრე ევროპის ნებისმიერ ადგილამდე მისასვლელად ავიაკომპანიის თვითმფრინავებს რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეები უნდა გადაეკვეთა, ახლა, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, თვითმფრინავები ევროპაში აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მოხვდებიან.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მარშრუტის ცვლილება 29 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფას, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, გროზნოს მისადგომებთან რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ესროლა, Uzbekistan Airways-ში განაცხადეს, რომ „ეს უბრალოდ უსაფრთხოების ზომებითა და მარშრუტების ოპტიმიზაციით არის გამოწვეული“.