top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე:თუ განხილვები დაეფუძნება ფაქტებს და არა აღქმებს, პრობლემა არ დადგება

თუ ეს განხილვები დაეფუძნება ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ფაქტებს და არაა აღქმებს, ან ვიღაც-ვიღაცების მითითებებს, მაგ შემთხვევაში, პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში არ დადგება,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს გამოეხმაურა.

თუ ეს განხილვები დაეფუძნება ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ფაქტებს და არა აღქმებს, ან ვიღაც-ვიღაცების მითითებებს, მაგ შემთხვევაში, პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში არ დადგება. თუ ეს ყველაფერი დაეფუძნება მიკერძოებულობას და გარე ძალების მხრიდან უხეში ჩარევას, ვგულისხმობ “დიფ სთეითის” ჩარევას, მაშინ შეიძლება სხვა ტიპის გადაწყვეტილება იქნას მიღებული და ეს კიდევ უფრო დააზიანებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეპუტაციას, ჩვენი მოქალაქეების თვალში”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეუჩერდება თუ არა “ქართული ოცნების” დელეგაციას უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში – ქართული ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც დღის წესრიგში EPP-ის წარმომადგენელმა დააყენა, გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საკითხზე დღეს მონიტორინგის კომიტეტი იმსჯელებს, ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეა კენჭისყრას გამართავს.

ასევე იხილეთ