top_leaderboard

თამარ ჩიბურდანიძე: სალომე ზურაბიშვილი და სხვა რადიკალები სადაც უნდათ იქ წასულან და საკუთარი მონობა ისე დაუმტკიცებიათ, მაგრამ საქართველოს შეეშვან – ამ ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხის უმრავლესობა

მაშინ, როდესაც, აშშ-ის ახალი ხელისუფლება – პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მთელ მსოფლიოს სთავაზობენ ახალ წესრიგს და აცხადებენ, რომ სახელმწიფოებისთვის გადაწყვეტილებების მიღებისას უმთავრესი უნდა იყოს მათივე სუვერენიტეტი, ეროვნული იდენტობა და ინტერესები, ამ ფონზე სალომე ზურაბიშვილი მათ საქართველოს ლანგრით სთავაზობს – გვიჩუქნია თქვენთვის ეს ქვეყანა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გინდათ ის გიქნიათ მისთვისო, – განაცხადა მედიასთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყნის სახელით საუბარი უნდა შეწყვიტონ.

სალომე ზურაბიშვილს და მთელ ამ მტრულ გუნდს, რადიკალებს, რაც უნდათ ის უქნიათ, სადაც უნდათ, იქ წასულან და საკუთარი მონობა ისე დაუმტკიცებიათ, მაგრამ საქართველოს შეეშვან – ეს არ არის მარტო მათი ქვეყანა და ამ ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხის უმრავლესობა“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე იხილეთ