top_leaderboard

ნათია თურნავა უნგრეთში ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს

უნგრეთშია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც. ნათია თურნავა მონაწილეობს ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს.

წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსებიდან ასი წლის იუბილეს მიეძღვნა.

ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.

ასევე იხილეთ