top_leaderboard

Deutsche Welle: გერმანია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორია

JPG edited with https://ezgif.com/resize

გერმანია კვლავ თამაშობს ცენტრალურ როლს რუსეთიდან ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტში, – წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle გერმანული გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe-ზე დაყრდნობით.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, გერმანიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SEFE-მ გასულ წელს 2023 წელთან შედარებით ექვსჯერ მეტი თხევადი ბუნებრივი აირი შეიტანა ევროკავშირში.

მონაცემების მიხედვით, SEFE-ს მიერ იმპორტირებული 5.66 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი ჩავიდა საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში.

სანქციების მიუხედავად, რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი გრძელდება.

ასევე იხილეთ