ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა.
როგორც ჩანს, გულშემატკივრებმა მას ეს დაუფასეს და ლიგა 1-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
პსჟ მომავალ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ პლეი-ოფში მოხვდა, „კვარა“ ჩემპიონთა ლიგას ამ სეზონშივე დაუბრუნდება.