ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: გარე მფარველები ჰყავთ ჩართული ძალიან აქტიურად, რომ იქნებ, რამენაირად აკრედიტაცია ევროპის საბჭომ არ მოგვცეს
„ოპოზიციას გარე მფარველები აქტიურად ჰყავს ჩართული, რომ საქართველომ, რამენაირად ევროპის საბჭოსგან აკრედიტაცია არ მიიღოს”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„თავიანთი გარე მფარველები ჰყავთ ჩართული ძალიან აქტიურად, რომ იქნებ, რამენაირად აკრედიტაცია ჩვენ ევროპის საბჭომ არ მოგვცეს. ეს ხომ საქართველოს წინააღმდეგ კეთდება. ამ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლები დაფიქრდნენ, რომ როგორ შეიძლება მხარს უჭერდე ისეთ პარტიას და ისეთ ლიდერს, რომლის დღის წესრიგიც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია ევროპულ, მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.