ვლადიმერ ბოჟაძე USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე: მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით
„დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შეჩერდეს ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი პროექტები არ იქნება შესწავლილი მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას Deep State-ის დავალებით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„90-დღიანი გადაწყვეტილება, რომ გაჩერებულიყო ნებისმიერი დაფინანსება, ვიდრე კონკრეტულ ქვეყნებში კონკრეტული პროექტები არ იქნებოდა შესწავლილი, არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მისასალმებელია იმ ადამიანების გაშვება, ვინც, როგორც ჩანს, Deep State-ის დავალებით კვლავ აგრძელებდნენ ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებას“, – განაცხადა ბოჟაძემ.