top_leaderboard

„სუპერდედამიწა“, რომელიც დედამიწისგან 20 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, სიცოცხლისთვის შეიძლება ვარგისი იყოს

მეცნიერმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, მაიკლ კრეტინიემ აღმოაჩინა „სუპერდედამიწა“, რომელიც დედამიწისგან 20 სინათლის წელიწადით არის დაშორებული და შეიძლება სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს, კვლევა The journal Astronomy & Astrophysics-შია გამოქვეყნებული.

მეცნიერის მიერ აღმოჩენილ პლანეტას დედამიწაზე ექვსჯერ მეტი მასა აქვს და ის ისეთი ვარსკვლავის ზონაში ბრუნავს, რომელიც მზეს ჰგავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „სუპერდედამიწას“, რომელიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს, შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. პლანეტას HD 20794 d დაარქვეს.

„გასაოცარია, მაგრამ მისი სიახლოვე ჩვენთან გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი კოსმოსური მისიები მის გამოსახულებას მიიღებენ“, – განაცხადა კრეტინიემ.

მეცნიერმა ეს პლანეტა 2022 წელს აღმოაჩინა ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერების ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებისგან შედგებოდა, მიღებულ მონაცემებს ამუშავებდნენ, რათა ეს აღმოჩენა დაემტკიცებინათ.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ჩვენ შევძელით პლანეტის არსებობის დამტკიცება“, – განაცხადა კრეტინიემ და აღნიშნა, რომ ამ პლანეტას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მომავალ კოსმოსურ მისიებში.

ასევე იხილეთ