top_leaderboard

სპორტის მინისტრი წარმატებული მოტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო 2024 წლის წარმატებული მოტომრბოლელების გალა-დაჯილდოებას, რომელიც ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

მინისტრმა გამარჯვებული მოტომრბოლელების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ 2024 წლის გამარჯვებული მოტომრბოლელები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს შესაბამის დისციპლინებში.

“სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გასულ წელს ტურნირები ოთხ დისციპლინაში მოეწყო. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები რეგიონებში, რომლებშიც ადგილობრივი კლუბები აქტიურად მონაწილეობდნენ. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითვე მოტოსპორტის ფედერაციამ საშეჯიბრო დროის აღრიცხვის სისტემა შეიძინა, რაც სამომავლოდ შეჯიბრებების უფრო სამართლიანად ჩატარებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე იხილეთ