top_leaderboard

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უკრაინული დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა

რუსეთის რეგიონებზე 28-29 იანვარს, ღამით, უკრაინული დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან საერთო ჯამში 104 დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დრონებმა შეუტიეს კურსკის, ბრიანსკის, სმოლენსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, როსტოვის და ლენინგრადის ოლქებს.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა დაწერა, რომ შეტევა „ბირთვული ენერგეტიკის ობიექტზე განხორციელდა“. სმოლენსკის ოლქის ქალაქ დნესნოგორსკთან ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. დრონის ნამსხვრევები სწორად ამ სადგურის მახლობლად ჩამოვარდა.

ტელეგრამ-არხების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში შეტევა „ლუკოილის“ ნავთობის ბაზაზე განხორციელდა. შეტევის შემდეგ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ბრიანსკის ოლქში უკრაინულმა ძალებმა თვითმფრინავის ტიპის 26 დრონი გამოიყენეს, მათ შორის რამდენიმე რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.

ასევე იხილეთ