top_leaderboard

ისრაელმა აშშ-ის შუამავლობით უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 90-მდე რაკეტა გადასცა

ისრაელმა აშშ-ის შუამავლობით უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patroit-ის 90-მდე რაკეტა გადასცა. ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ისრაელი ამ სისტემებს 30 წლის მანძილზე იყენებდა, თუმცა გასული წლის აპრილში მათი ექსპლუატაცია შეაჩერა.

Partiot-ის ტიპის სისტემების გადაცემა უკრაინისთვის გასული წლის ზაფხულიდან მსჯელობის საგანი იყო, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა კიევი დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოემარაგებინა.

უკრაინას ძალიან სჭირდება Patriot-ის რაკეტების დიდი რაოდენობა, რადგან რუსეთი რეგულარულად თავს ესხმის ქვეყანას რაკეტებითა და დრონებით და მის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ცდის, იუწყება ტელეარხი.

ამის მიუხედავად, CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის შეზღუდულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.

ასევე იხილეთ