top_leaderboard

გივი მიქანაძე: ვერანაირი რეზოლუცია, ვერანაირი ორმაგი სტანდარტით მიდგომა ვერ დაგვახევინებს იმ პასუხისმგებლობის განხორციელებისგან, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული

ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯერ საკომიტეტო განხილვას და შემდგომში საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გვექნება კონსულტაციები თბილისთან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა ფორმით და რა ფორმატში იქნება გაგრძელებული თანამშრომლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებთან.

„ცალსახაა, რომ ვერანაირი რეზოლუცია, ვერანაირი ორმაგი სტანდარტით მიდგომა ვერ დაგვახევინებს იმ პასუხისმგებლობის განხორციელებისგან, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული. ცალსახად ვაცხადებთ, რომ არანაირი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება, მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით კი ყველამ ნება ინებოს და პატივი სცეს საგამოძიებო უწყებების საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს, დაველოდოთ პროცესებს, რომლებიც ამ გამოძიებასთან არის დაკავშირებული. წინსწრებით, მიზანმიმართულ განცხადებებს ყველა უნდა შეეშვას“. – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

ასევე იხილეთ