top_leaderboard

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაასრულა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის შედეგად, რომელიც 7 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, აღნიშნული ტერიტორია მთლიანად განახლდა.

“დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, განახლდა 7 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები; დაირგო ახალი ხე-მცენარეები. მთლიანად განახლებულია აღნიშნული ტერიტორია და შექმნილია სასიამოვნო გარემო.

ჩვენ ზოგადად მწვანე სივრცეების შექმნას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ეს ეხება არა მხოლოდ დიდ პარკებს, არამედ ყველა საუბნო სკვერს. სადაც შესაძლებელია მსგავსი სივრცეების შექმნა, ჩვენი გამგეობები და საქალაქო სამსახურები ყველგან შესაბამის პროექტს ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ რაიონსა და უბანში მცხოვრებ ადამიანებს, პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეები ჰქონდეთ. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწყობას, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თბილისს ამ მხრივ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, აღნიშნულ მისამართზე, 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა.

ასევე იხილეთ