ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილები, რომ საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა ღირსება და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას
თქვენ იცით, რომ საქართველო არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილები, რომ საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა ღირსება და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არა უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტიკური და პარტიული დაკვეთა აქვს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„დღესვე შეგვიძლია ვუთხრათ საპარლამენტო არჩევნების თარიღი – ეს არის 2028 წლის 28 ოქტომბერი. თქვენ იცით, რომ საქართველო არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილები, რომ საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა ღირსება და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არა უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტიკური და პარტიული დაკვეთა აქვს და თქვენ იცით, რომ ძირითადად ის პოლიტიკოსები და ის სახელმწიფოები აქტიურობენ, რომლებიც დიდი ხანია შეიმჩნევიან რადიკალურ ოპოზიციასთან მეგობრობაში“, – განაცხადა ბოჟაძემ.
სახელისუფლებო გუნდში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს და ახალი არჩევნების მოთხოვნას, უსაფუძვლოს უწოდებენ და საერთაშორისო ზეწოლაზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს.