„არქის“ დამფუძნებელი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე
მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა, ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე, – განაცხადა კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ.
„სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, Emaar-ის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. სტატისტიკის გათვალისწინებით, მჯერა, რომ Emaar-ის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც Emaar-ი შევიდა, მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციების რაოდენობა გაორმაგდა. ეს არის მომხმარებლების ახალი ჯგუფი, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი. უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და „დაბუსტვა“ მოგეხსენებათ რა გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე და როგორი ეფექტი აქვს. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა, ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი – Emaar ჯგუფის შემოსვლით ხელისუფლება და ეკონომისტები მრავალმხრივ დადებით ეფექტს ელიან. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი ტურისტი, საინვესტიციო რუკაზე უფრო თვალსაჩინო ადგილი და ეროვნული ვალუტის გამყარებაც.