top_leaderboard

არჩილ გორდულაძე 6 მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიაზე: თითოეულ ადამიანამდე მივა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია

6 მილიარდიც შემოვა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც. დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციაც, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რომელიც ოპოზიციის მხრიდან 6 მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიას გამოეხმაურა.

6 მილიარდიც შემოვა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც და დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციაც. სწორედ ეს არის რომ აგიჟებთ ამ ადამიანებს და ჭკუიდან გადაჰყავთ, რომ, როდესაც ქვეყანა ძლიერდება, როდესაც ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, გაიზარდოს ადამიანების შემოსავლები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ბიზნესიც აწარმოონ და ურთიერთობებშიც შევიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იქნება თუ ერთმანეთთან, სწორედ ეს არის მათი საწინააღმდეგო. ამით მათ იციან, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ამხელა ვიზიტის შემდეგ, როდესაც მემორანდუმს ხელი ეწერება, როდესაც გამოდიან ამხელა კომპანიის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და გარანტიას იძლევიან, რომ თანხები იქნება ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და ამას არ იჯერებენ, ზუსტად ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ არ დაიჯერონ, რომ ხვალ მზე ამოვა“, – განაცხადა გორდულაძემ.

უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოში. მემორანდუმს, რომელიც ექვსი მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ითვალისწინებს, ხელი აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილები და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა – ასეთია მოლოდინი.

ასევე იხილეთ