ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაეწრო
ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაესწრო.
მრავალფუნქციური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, რომელიც საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.