ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირი ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, შემცირდეს პოლარიზაცია და დაძაბულობა, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას
ევროკავშირი ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, შემცირდეს პოლარიზაცია და დაძაბულობა, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
„არ გაგვიკეთებია არცერთი განცხადება როცა პოლიციელების წინააღმდეგ [გამოსვლებისთვის] დააკავეს საფრანგეთში მოქალაქეები, ცოტა ხნის წინ გერმანიის მოქალაქეები და ა.შ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს. ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის ამერიკაში, ევროკავშირშიც. ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, შემცირდეს პოლარიზაცია და დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებებითაც, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას“ , – აღნიშნა ბოჟაძემ.