top_leaderboard

არჩილ გორდულაძე: სტანდარტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის, რომ ადამიანები, რომლებიც სილას აწნიან სამართალდამცავ სისტემას და თავს ესხმიან, მათ მიმართ კანონი არის ძალიან მკაცრი, ზუსტად ანალოგიურად სამართლიანი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ

არ დაგვავიწყდეს როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაგალითად ნარინჯისფერ ჟილეტიანების აქციების დროს, სადაც ათასობით ადამიანი დააკავეს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას.

სტანდარტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის, რომ ადამიანები, რომლებიც სილას აწნიან სამართალდამცავ სისტემას და თავს ესხმიან, მათ მიმართ კანონი არის ძალიან მკაცრი, ზუსტად ანალოგიურად სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ ჩვენს ქვეყანაში.

ეს ძალიან ჰგავს კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმესა და კონკრეტულად სასამართლო საქმიანობაში პირდაპირ ჩარევის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, რომ დაანებონ ასეთ განცხადებებს თავი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია, საფრანგეთის ელჩი კი მის გათავისუფლებას ითხოვს.

ასევე იხილეთ