გივი მიქანაძე: გარკვეული უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით თუკი ეს მიღებული იქნება, ელემენტარულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ თავს დააზიანებს და არა ქართულ დელეგაციას
გარკვეული უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით თუკი ეს მიღებული იქნება, ელემენტარულად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკუთარ თავს დააზიანებს და არა ქართულ დელეგაციას, – განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სტრასბურგში.
მისივე თქმით, კონკრეტულ ძალებს არ მოსწონთ, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა მმართველ გუნდს.
„ქართული დელეგაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პირველი რიგის ამოცანაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წარდგენა და დაცვა. ამიტომ, ვერანაირი უფლებრივი შეზღუდვებით, ვერანაირი რეზოლუციებით ვერ იქნება მიღწეული ის სურვილი. ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ კონკრეტულ ძალებს არ მოსწონთ, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა მმართველ გუნდს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.