top_leaderboard

წულუკიანი ოპოზიციაზე: ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, ჩემს დელეგაციაში იქნებოდნენ, საჯაროდ შეძლებდნენ ჩემთან დაპირისპირებას, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს და დერეფანში ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები, ხან რომელთან

ოპოზიციას, რომლის წარმომადგენლებსაც ჯიბეში უდევთ ქართული პარლამენტის მანდატი და შეუძლიათ ქართულ პარლამენტში შევიდნენ, იყონ ჩემს დელეგაციაში და აქაურ პლენარული სხდომის დარბაზში შევიდნენ, ვერ შედიან იმიტომ, რომ ქართულ პარლამენტში არ არიან შესულები და დერეფანში სავარძლებზე სხედან, ეს მათ სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს, – განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.

ისინი [ოპოზიცია] რომ იყვნენ ქართულ პარლამენტში, ჩემს დელეგაციაში იქნებოდნენ როგორც ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში სადაც მე და გივი მიქანაძე სიტყვით გამოვდივართ და პლენარულ დარბაზშივე შეძლებდნენ საჯაროდ ჩემთან დაპირისპირებას. მათ ეს პოლიტიკური შესაძლებლობა არ გამოიყენეს და დერეფანში რომ ჩავივლი, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები და ხან რომელთან. ეს არც მათ მატებს ღირსებას და არც იმ საქმეს ადგება, რომელიც მათი საქმეცაა. ამიტომ არის მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი და ამას აქ ყველა ხედავს და ჩუმადაც ამბობს, მაგრამ, საჯარო დისკუსია სხვა თემაა“!, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

ასევე იხილეთ