top_leaderboard

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ლევან კასრაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი სამირ აბდურაჰიმოვი და საელჩოს ატაშე როიალ ფაშაევი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

ასევე იხილეთ