top_leaderboard

Euractiv: შოლცმა მასკის მიერ გერმანულ პოლიტიკაში ჩარევას „საძაგელი“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ჩარევას ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში „საძაგელი“ უწოდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მასკმა არაერთხელ დაუჭირა მხარი მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“. გასულ უქმეებზე მან ონლაინ რეჟიმში პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მომხრეებს განუცხადა: „სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა წარსულში ჩადენილ დანაშაულს“, და რომ ქვეყანას „ამის გარღვევა სჭირდება“.

მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ილონ მასკს და იმას, რასაც ის აკეთებს“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.

მე ძალიან გაბრაზებული ვარ ილონ მასკის ულტრამემარჯვენე ჩარევის გამო. ილონ მასკი არაადეკვატურად იქცევა, როცა უამრავი ებრაელის მკვლელობაზე საუბრობს… ეს ისტორიული პასუხისმგებლობაა, და ჩვენ ამას მომავალშიც ვატარებთ“, – დაამატა გერმანიის კანცლერმა.

Euractiv-ი აღნიშნავს, რომ მასკმა ეს განცხადება აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების მე-80 წლისთავამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

შოლცმა აღნიშნა, რომ მედიის მფლობელები ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ცდილობდნენ გერმანულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, თუმცა მასკის ახალი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ის „მთელ ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკოსების“ წინ წაწევას ცდილობს.

„და ეს ნამდვილად საძაგელია. ეს არ არის კარგი მთელი ევროკავშირის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – დასძინა შოლცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება.

ასევე იხილეთ