ირაკლი კირცხალია 6 მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიაზე: პირდაპირ ურტყამენ და ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს
პირდაპირ ურტყამენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს იქნება ეს ეკონომიკური ნაბიჯი, თუ პოლიტიკური ნაბიჯი. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
„პირდაპირ ურტყამენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს იქნება ეს ეკონომიკური ნაბიჯი, თუ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. აი ამ ხალხთან გვაქვს საქმე. საცოდავი სანახავია მართლა, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ანაკლიის პორტიც აშენდება და უკვე სამუშაოები მიმდინარეობს ყველამ კარგად ვიცით, და რაც შეეხება იმ მემორანდუმს 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში უნდა შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კირცხალიამ.
ექვს მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანია ოპოზიციისგან. ხელისუფლების ოპონენტები არგუმენტების გარეშე, უმსხვილეს საინვესტიციო მემორანდუმს ბლეფს უწოდებენ. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მათი ოპონენტების განცხადებები, მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული.